ამ ბანდას პანკისში, ჩემი შვილი რომ მოკლეს, შს მინისტრის მოადგილე მფარველობს - მოკლულის დედა

Mtisambebi / მთის ამბები
Mtisambebi / მთის ამბები
11.9 هزار بار بازدید - 4 سال پیش - ©
© https://radioway.ge/ - „ჩემი შვილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. გვარებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო. ვისური ამის გამო მოკლა დაჯგუფებამ, ვახო ფარეულიძის იარაღით არის მოკლული. პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ამ ბანდას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა. მანქანა დაცხრილეს, 45 ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობამდე ჩვენი გვარის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მაგათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობთ“, - აცხადებს პანკისის ხეობაში მოკლული, 37 წლის ვისური მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
4 سال پیش در تاریخ 1399/07/02 منتشر شده است.
11,904 بـار بازدید شده
... بیشتر