პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა

3.4 هزار بار بازدید - 6 سال پیش - პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ
პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. მოსახლეობა და ხეობის უხუცესთა ალტერნატიული საბჭო დღევანდელ აქციაზე იმის გარკვევას ცდილობდა, ვის შეჰყავს შეცდომაში ხელისუფლება და სამშენებლო კომპანია "ფერის" ხელმძღვანელობა, თითქოს ხეობის მოსახლეობა ჰესების აშენების მომხრეა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქტივისტების პოლიციაში დაბარებების ფაქტიც გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, სასმელი და სარწყავი წლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, ისინი რადიაციის მაღალ დონეზე და დაავადებულთა რიცხვის მატებაზეც საუბრობენ. კომპანია "ფერი" ბირკიანი- ჯოყოლო- დუისის მონაკვეთზე 110-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა, მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ იწყება. საპროტესტო აქციაზე, ხეობის მოსახლეობასთან შესახვედრად  ხელისუფლებისა და კომპანია "ფერის" წარმომადგენლები არ გამოჩენილან.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - Facebook: 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
6 سال پیش در تاریخ 1397/11/13 منتشر شده است.
3,415 بـار بازدید شده
... بیشتر