ლაგოდეხში დაკარგულ 3 ახალგაზრდას დაღესტანში მიაგნეს

6.5 هزار بار بازدید - 9 سال پیش - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა,
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში დაკარგულ სამ ახალგაზრდას, რომლებსაც 10 დღეა მაშველები თოვლში ყველა საშუალებით, მათ შორის ვერტმფრენებით უშედეგოდ ეძებდნენ, დაღესტანში მიაგნეს.

ირკვევა, რომ ლევან ჯალალოვმა, ავთანდილ და დავით სამხარაძეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი უკანონოდ გადაკვეთეს და ახლა დაკავებულები არიან. ინფორმაციას ადასტურებს ოჯახი და ადგილობრივი ხელისუფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები, გამცილებლეთან ერთად, ნაკრძალში სანადიროდ წავიდნენ, მათი თანმხლები პირი უკან მობრუნდა, მათ კი გზა გააგრძელეს. სხვა დეტალები უცნობია.
9 سال پیش در تاریخ 1394/10/17 منتشر شده است.
6,559 بـار بازدید شده
... بیشتر