ლელობურთი ლანჩხუთში

1.5 هزار بار بازدید - پارسال - ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. როგორც
ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. როგორც ყოველთვის ზემო და ქვემო შუხუთელები ერთმანეთს სოფელ შუხუთის ცენტრში შეხვდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა. შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთ-ფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდნენ უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - Facebook: 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
پارسال در تاریخ 1402/01/28 منتشر شده است.
1,509 بـار بازدید شده
... بیشتر