საქართველო ევრო 2024-ზე

2.6 هزار بار بازدید - 3 ماه پیش - საქართველო ევრო 2024-ზე დებიუტისთვის ემზადება,
საქართველო ევრო 2024-ზე დებიუტისთვის ემზადება, ათვლა დაწყებულია, - საქართველო- თურქეთის მატჩამდე ორი დღე რჩება. ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის ემზადება. ისტორიულ მატჩებს განსაკუთრებით ელოდებიან ქართველი გულშემატკივრები. ქომაგების ნაწილი გერმანიაში დღეს პირველი ჩარტერული რეისით გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 250 მოქალაქე საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით დიუსელდორფში გაფრინდა. სუბსიდირებულ ფრენებს ოთხი ავიაკომპანია თბილისიდან და ქუთაისიდან შეასრულებს. ბილეთები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია და მისი შეძენა ონლაინ პორტალზე, TKT.GE-ზეა შესაძლებელი. მგზავრი ვალდებულია აეროპორტში 3 საათით ადრე გამოცხადდეს და რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ავიაბილეთის სრული საფასურის გადახდა მოუწევს. საქართველოს ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - Facebook: 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
3 ماه پیش در تاریخ 1403/03/27 منتشر شده است.
2,663 بـار بازدید شده
... بیشتر