„მოამბის“ ექსკლუზიური კადრები - აზერბაიჯანში მატჩის შემდეგ საქართველოს დროშა დაწვეს

10.1 هزار بار بازدید - 9 سال پیش - მორიგი პროვოკაცია თუ პასუხი თბილისში
მორიგი პროვოკაცია თუ პასუხი თბილისში მომხდარ ინციდენტზე - აზერბაიჯანში გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ ქართული მხარე უეფასგან რეაგირებას ითხოვს.

თბილისის "დინამოს" და "გაბალას" შეხვედრა ადგილობრივი ქომაგების მიერ ტრიბუნებზე შექმნილმა სურათმა გადაფარა: ქართული დროშის დაწვის შემდეგ აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა თამაშის მსვლელობის დროს ბანერები გადმოფინეს, სადაც ქართული ქალაქები აზერბაიჯანული დასახელებებით იყო მოხსენიებული.

არსებობს დროშის განადგურების ამსახველი კადრებიც, რომლებიც ,,მოამბემ” ექსკლუზიურად გადაიღო.

ქალაქ გაბალაში მომხდარის გამო საფეხბურთო კლუბ "გაბალას” ფინანსური სანქცია ემუქრება. ჯარიმა, შესაძლოა, თბილისის "დინამოსაც" დაეკისროს, რადგან თბილისში გამართული ანალოგიური მატჩი 2 ივლისს ქართველი ქომაგების გამო ასევე ხმაურიანად დასრულდა.

ინციდენტი პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ოფიციალური თბილისი შემთხვევას გარკვეული ჯგუფების მიერ მოწყობილ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.    

ოთარ გიორგაძე აშუქებდა რეზონანსულ მატჩს, იგი პირადად შეესწრო ტრიბუნებზე განვითარებულ მოვლენებს.
9 سال پیش در تاریخ 1394/04/19 منتشر شده است.
10,128 بـار بازدید شده
... بیشتر