უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი - Uplistsikhe the oldest cave town in Georgia#ganatlebatv

Georgian heritage
Georgian heritage
54 هزار بار بازدید - 8 سال پیش - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კლდეში ნაკვეთი ქალაქი - უფლისციხე კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქებს შორის უფლისციხე ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია საქართველოში. უფლისციხე, ისე როგორც ვარძია და დავით-გარეჯი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჯერ კიდევ ძველ დროში ციხე-ქალაქები არსებობდა საქართველოში. უფლისციხე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. შიდა ქართლის, ტომთა გაერთიანების მთავარი მამასახლისი უფალი იყო. სწორედ, მის სახელთან არის დაკავშირებული უფლისციხე. მას რელიგიური ავტონომიაც გააჩნდა ამ ადგილას და რა გასაკვირია, რომ უფლისციხე წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. უფლისციხისკენ გზაზე დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ განსხვავებული კულტურების გზაჯვარედინზე დგახარ. თუ ნაბიჯს წინ გადადგამ, ძველ დროში შეაბიჯებ და იმაზე მიუთითებ, რომ მზად ხარ უფლისციხის კარიბჭის გადასალახად. როგორც კი სვლას დაიწყებ ზევით და ზევით, მით უფრო დიდი სურვილი გიჩნდება, რომ სვლა არ შეწყვიტო. თავდაპირველად კიბეების საფეხურებს აუყვები და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევ წინ ქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ. ცდილობ იმ ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების რუტინა წარმოიდგინო გონებაში, რომელთაც ყველაფერი რასაც ხედავ ხელით შეუქმნიათ. ქალაქში კუთხეში ნიშნულებია, რომელიც დაგეხმარება დროში გამოგზაუროს და გაგარკვიოს თუ ქალაქის რომელ ნაწილში იმყოფები. უფლისციხე, კავკასიის ცენტრალურ ნაწილადაც მიიჩნეოდა, რომელიც უძველესი დასახლება იყო. კლდეში ნაკვეთი ქალაქი ზევიდან გადმოჰყურებს მდინარე მტკვარს, რომელიც ქალაქსა და მის ირგვლივ არსებულ დასახლებას ორ განსხვავებულ ნაწილად ჰყოფს. შენ გექნება შესაძლებლობა დაათვალიერო განსხვავებული სახის დარბაზები, რომლებიც ძირითადად ქალაქის სიმდიდრეზე მიუთითებს. დარბაზები ძირითადად ქუჩებს მიუყვება. შთამბეჭდავი სანახაობაა თითოეული დარბაზის დათვალიერება, რადგან ყოველ მათგანს მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული დიზაინი გააჩნია. გზა და გზა ღვინის სარდაფებსა და საწნახელებს შეხვდები. იქ აღმოჩენილი ჭურჭელი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ქალაქში მეყურძნეობა იყო განვითარებული. ეს ყველაფერი არ არის, ქალაქში საიდუმლო გვირაბიც არის. გვირაბი, უფლისციხის შიდა ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მდინარე მტკვართან გადის. ქალაქის დათვალიერება, ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი გამოცდილება იქნება შენთვის. ასე რომ, თუ თქვენს მოგზაურობას გიდის გარეშე შეუდგებით, ქალაქში მოსეირნე ძაღლიც შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ერთგული მეგზური. ვინ იცის? რჩევა: თუ გადაწყვეთ გვირაბის დათვალიერებას, ბოლო სანახავ ადგილას მოიტოვეთ. გვირაბის საშუალებით გასასვლელისკენ
8 سال پیش در تاریخ 1395/09/05 منتشر شده است.
54,089 بـار بازدید شده
... بیشتر