შეხვედრა მთაში (1966)

Kakha Khmelidze
Kakha Khmelidze
214.8 هزار بار بازدید - 5 سال پیش - მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია, 9
მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია, 9 ნაწილი, 2125 მეტრი (77 წთ.)
ენა: ქართული
სს „ქართული ფილმის“ ნაწარმოები
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1967 წელს

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: პეტრე გრუზინსკი, ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ოთარ გეგეჭკორი
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (ლალი და მზევინარი), თენგიზ არჩვაძე (ვახტანგი), ლალი მესხი (ნათელა), ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (გია), კოტე დაუშვილი (ზვიადი), იპოლიტე ხვიჩია (მერაბი), ალექსი მამრიკიშვილი, ნუნუ მაჭავარიანი, ელენე ყიფშიძე, ამირან ებრალიძე, სოსო ებრალიძე, დავით ლურსმანაშვილი  

ხევსურეთში ფილმს იღებენ. მთიელთა ჩვევებს უკეთ რომ გაეცნოს, მთავარი როლის შემსრულებელი, ესტრადის პოპულარული მომღერალი ლალი მინდელი სოფელში ხევსურულად ჩაცმული, ცხენზე ამხედრებული დადის. იგი შემთხვევით ინჟინერ ვახტანგს შეეჩეხება და თავს ხევსურ მზევინარად გააცნობს. როლში შესული, ვახტანგს დაარწმუნებს, რომ ლალი მინდელი მისი ტყუპი დაა... მზევინარით მოხიბლული ვახტანგი მზად არის მისი გულისთვის ხევსურეთში გადასახლდეს. ლალი მიხვდება, რომ ორმაგ თამაშში სახიფათოდ შეტოპა, ვახტანგს თავის კონცერტზე დაპატიჟებს და სცენაზე მზევინარად გადაცმული გამოვა. ვახტანგი მიხვდება, რომ მზევინარის სახით ნიჭიერი მსახიობი, ლალი მინდელი შეუყვარდა და თავის გულუბრყვილობაზე გაეღიმება.

Copyright © სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
Copyright to text © Georgian National Filmography – www.geocinema.ge
5 سال پیش در تاریخ 1398/10/21 منتشر شده است.
214,822 بـار بازدید شده
... بیشتر